Slava Meskhi (meskhi) wrote in tbiliseli,
Slava Meskhi
meskhi
tbiliseli

5 years old g00d wine

ვახ, რა კაია!


- ვახ!
- რა, ვახ?
- ვახ, რა კაია!
- რა არი კაი, ბიჭო?
- ვახ, რა კარგია ესა, რა კაია!
- სთქვი, ბიჭო, ამოშაქრე, რა იყო, რამ გამოგაშტერა?
- ვახ, რა კარგია ეს ცხოვრება!
- რა არის კაი, შე შობელძაღლო შენა?! შენისთანა უტვინოებისაა ეს ქვეყანა, შე წუმპო, შენა! რა არის კაი ამ ცხოვრებაში, აბა ერთი მითხარი, თუ ბიჭი ხარ? დენი შენ არა გაქვს, გაზი შენ არა გაქვს, ნორმალური ხელფასი არცა გქონია, და არცა გექნება. მთავრობა რომ აირჩიე - მაგ მთავრობას ჩხუბის, აქციების და ყიდვა-გაყიდვის გარდა არც არაფერი სცოდნია! აქედან შენი ნათესავი ფულს რომ გიგზავნის - ამბობენ, არააო, ბატონო, ცუდიაო ეს ფული, უვარგისიაო, ბინძურიაო. თვითონ რომ ღებულობენ, ღმერთმა იცის საიდან - აგი ვარგაო, აგი კაიაო. ეს მთავრობა მინიმუმ ექვსი წელი გეყოლება კიდო - ამას წყალი არ გაუვა! ეს არი, ბიჭო, შენი კაი ცხოვრება?!
- ვახ, რა კარგად წავიდა!
- ელაპარაკე ახლა ამ ჩერჩეტს! პირველადა სვამ, ბიჭო, ამ დალოცვილსა?!
- განა პირველადა ვსვამ, მარა, რა კაია, ბიჭო, რა კაია!


16 ივლ. 2003

© სლავა მესხი
Subscribe
  • Post a new comment

    Error

    default userpic

    Your reply will be screened

    Your IP address will be recorded 

    When you submit the form an invisible reCAPTCHA check will be performed.
    You must follow the Privacy Policy and Google Terms of use.
  • 10 comments