Slava Meskhi (meskhi) wrote in tbiliseli,
Slava Meskhi
meskhi
tbiliseli

რამ გაყო ეს აგენტურა?

ოპოზიცია იძახის: ”მიშა რუსეთის აგენტია!”
კარგი, ბატონო, მჯერა.
მიშა ამბობს: ”ამ ოპოზიციას რუსეთიდან მართავენ, ესენი თვითონ რუსეთის აგენტები არიან!”
კარგი, ბატონო, მჯერა, ესეც, რა თქმა უნდა, სიმართლეა.
ერთი რამ მიკვირს რამ გაყო ეს აგენტურა?
ყველაფერი მესმის - რუსეთი დიდი ქვეყანაა, ბევრი აგენტი ჰყავს, ზოგი ჩვეულებრივი, ზოგი საიდუმლო, ზოგი მთლად საიდუმლი (ეს როცა თვითონ არ იცის რომ აგენტია). ზოგჯერ, ნაბახუსევზე, მეც კი მომდის ისეთი აზრები თავში ”ბიჭო, რაღაცა სასწაულად ვგრძნობ თავს, რუსეთის მთლად საიდუმლო ხომ არა ვარ? თანაც გუშინდელი ძალიან ბუნდოვნად მახსოვს...” მაგრამ მერე, ერთს რომ გადავკრავ, ვგრძნობ ”არა, ძმაო, ჯერ კიდევ არ გავაგენტებულვარ!”.
ჰოდა, რას ვამბობდი? ჰო, ბევრი აგენტი ჰყავს, მეთქი, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება ამ აგენტურის მოწესრიგება?
ჩვენთან უამრავი აგენტი მუშაობს თითქმის ყველა ქვეყნიდან, მაგრამ განა ვინმეს ახსოვს მათ მიერ ატეხილ აურზაურს? ამერიკის აგენტები თავდაცვის სამინისატროში წყნარად და მშვიდობიანად მუშაობენ. ქუჩაში ყველანაირ აგენტს ნახავ - მე, მაგალითად, ერთხელ ზიმბაბვეს აგენტიც ვნახე, არა უშავს რა, ნორმალური ბიჭია. ჩინეთის აგენტები აუტანელ პირობებში მუშაობენ - ყველას ესმის რომ ჩინეთის აგენტები არიან, მაგრამ ვინმეს ახსოვს ამ აგენტების ერთი ხმამაღალი სიტყვა?!
მოკლედ, რუსეთს უნდა ვთხოვოთ - შეიქმნას ერთი სააგენტო, სადაც ყველა რუსეთის აგენტი იმუშავებს, ისე რომ ერთმანეთს იცნობდეს ხალხი. მაშინ წყნარად, მეგობრულად იმუშავებენ და ჩვენც დავისვენებთ...

5.11.2007

© ს. მესხი.
Subscribe
  • Post a new comment

    Error

    default userpic

    Your reply will be screened

    Your IP address will be recorded 

    When you submit the form an invisible reCAPTCHA check will be performed.
    You must follow the Privacy Policy and Google Terms of use.
  • 2 comments