March 25th, 2009

mouse
  • sbks

(no subject)

Вчера был на концерте Вахтанга Кикабидзе. Блестящий артист с мощной энергетикой. Длительные овации стоя, горы цветов, зрители, доставшие билеты, щедро отдали ему любовью и благодарностью. Замечательный грузин, разносторонний, не потерявший шарма Мимино. Увы возраст, 70, за пару последних лет, по моему впечатлению, особенно.
Вживую, почти 3 часа, планирует затем тур по Украине.
Доволен. Дай ему Боже здоровья.
sameba
  • meskhi

ხსნის გზა

- ვა, კოტე! რავა ხარ, ჯიგარო? რამდენი ხანია არ მინახიხარ, ბიჭო?
- ჯიგარი ხარ! როგორ ხარ?
- ნიჩევო, თავად?
- ვარ, რა.
- სადა ხარ, რასა იქმ?
- ვმოღვაწეობ, რა... ”საქართველოს ხსნის გზა” - ალბათ გაგიგია. აქტიურად ვმუშაობ ამ პარტიაში.
- ეგ რომელია? ”ახალი საქართველოს გზა” რომ არის?
- არა, ბიჭო! ეგენი ცალკე არიან, ჩვენ ”ეროვნულ დარბაზში” ვიწყებდით ერთად, და მერე...
- ეგ რომელი, ”საერთო ეროვნული დარბაზი” რომ არის?
- არა, ბიჭო, არა - ”საერთო ეროვნული დარბაზი” ცალკეა, ჩვენ ცალკე ვართ. მერე, ჩვენ ეროვნული დარბაზიდან გამოვედით, ეგენი კი დარჩნენ.
- ვინ, ბიჭო?!
- როგორ თუ, ვინ? ეგენი, რა, ახალი საქართველოს გზის ხალხი.
- მოიცა, მოიცა, დარბაზში ისევ არიან?
- გააჩნია, რომელ დარბაზში. შენ რაში გინდა, რაში გაინტერესებს ეგენი?
- არა, უბრალოდ გკითხე, რა? კარგად გიხდიან?
- საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებთ, ხელფასი რა შუაშია?! არა, არა უშავს რა... მთავარია... უნდა გავიმარჯვოთ, ესაა დღეს მთავარი, დანარჩენი მერე იქნება... კარგი, აბა, წავედი ახლა მე, კარგად იყავი.
- აბა შენ იცი, კოტე. როგორ სთქვი, ბიჭო, ხსნის გზა, არა?
- საქართველოს ხსნის გზა.
- ჰო, საქრთველოს, აბა! ჰო, აი რა გამახსენდა, ბიჭო. ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს?
- მიგვიყვანს, მიგვიყვანს! იქვე ტაძართან ახლოს არ არის აშენებული ეს კვერცხობა!

© ს. მესხი