February 12th, 2009

sameba
  • meskhi

***

ყვითლად შრიალებს ფეხქვეშ - ფოთლები,
სიცარიელეა ირგვლივ - ბოთლები
არყის და ღვინისა . ნაფეხურები
ჩვენი ცხოვრების - ვართ ველურები,
ვსამთ და კბილს ვაღრაჭუნებთ ქართულად,
კარგად ვართ, ანუ ვართ არა რთულად.
  • ka_tata

(no subject)



Только в Тбилиси можно встретить такую картину:

...иду по Марджанишвили, январь,погода мерзкая, туман, крапает мелкий дождь, в такие дни город похож на привидение! Смотрю на асфальт и  вижу эту парочку!! Слов нет... даже кошки с собаками уживаются, о чем вы спорите, ЛЮДИИИИ!
  • Current Mood
    loved loved
sameba
  • meskhi

5 years old wine

ენტომოლოგია

- კარგი, რა, დამანებე თავი. სულ ახალ-ახალ რაღაცეებს ბოდავ. შენ არ ამბობდი, რისორჩერი ვარო, ყველაფერს ვსწავლობო? ახლა რაღად შეჩერდი მწერებზე?
- მიყვარს, მიყვარს ეს ბუკაშკები. რაღაცნაირად ვწყნარდები, როცა ვათვალიერებ მათ. ბუდეებს როგორ იკეთებენ, ზამთრის მარაგს როგორ აგროვებენ - საშინლად საინტერესოა ეს ყველაფერი! საქორწინო რიტუალები - ეს ხომ, საერთოდ, ცალკე დისციპლინაა. მერე ომები, ტერიტორიების გამიჯნვა... არა, არა, ძალიან საინტერესოა... მერე, ხომ გეუბნები, ვწყნარდები, მეთქი.
- გეტყობა კიდევაც, როგორი დაწყნარებული ხარ.
- ეეე, ჩემო ძმაო, რა ტყუილად ფლანგავ ირონიას! მე შენ გეუბნები, ენტომოლოგია - აი ჩვენი მომავალი, აი სად არის მეინსტრიმი! ერთი ნახე, როგორ აკეთებენ ამ ყველაფერს, შეისწავლე, შეისწავლე. და ყველაზე ფაქიზი საგანი - რა არგუმენტაციას ხმარობენ ამისათვის, რა ოსტატობით აცმევენ ყველაფერს მორალს, ზნეობრივ ფაქტორს.
- რა მორალს?! რა მორალი უნდა ჰქონდეს მწერს? სულ გარეკე, ბიჭო! შენ, საერთოდ, ვისზე ლაპარაკობ?
- აბა, შენ რა გეგონა?

16 ივლ 2003

© სლავა მესხი

Энтомология

- Да ладно, оставь ты меня в покое. Все время несешь и несешь. Это не ты ли говорил, я мол рисёрчер, всё мол исследую? А сейчас, чего же ты сейчас на этих насекомых застрял?
- Люблю, любля я этих букашек. Смотрю на них и как-то успокаиваюсь. Как они гнёзда устраивают, как на зиму запасы собирают – все это ужасно интересно! А брачные ритуалы – это же вообще, отдельная дисциплина. Потом войны, раздел территорий... нет, нет это очень интересно. И потом, говорю же тебе, успокаиваюсь я как-то.
- Оно и видно, какой ты успокоенный.
- Эээ, брат, понапрасну ты свою иронию тратишь! Говорю тебе энтомология – это наше будущее, это наш мейнстрим! Ты погляди, как они всё это делают, изучай, изучай. И главное, самый тонкий момент – какую аргументацию для этого применяют, с каким мастерством одевают всё это в мораль, нравственный фактор.
- Ккакая мораль?! Какая мораль может быть у насекомых? Ты что, парень, совсем рехнулся! Ты, вообще, о ком говоришь?
- Во-во, а ты что думал?

© Авторский перевод с грузинского
sameba
  • meskhi

5 years old g00d wine

ვახ, რა კაია!


- ვახ!
- რა, ვახ?
- ვახ, რა კაია!
- რა არი კაი, ბიჭო?
- ვახ, რა კარგია ესა, რა კაია!
- სთქვი, ბიჭო, ამოშაქრე, რა იყო, რამ გამოგაშტერა?
- ვახ, რა კარგია ეს ცხოვრება!
- რა არის კაი, შე შობელძაღლო შენა?! შენისთანა უტვინოებისაა ეს ქვეყანა, შე წუმპო, შენა! რა არის კაი ამ ცხოვრებაში, აბა ერთი მითხარი, თუ ბიჭი ხარ? დენი შენ არა გაქვს, გაზი შენ არა გაქვს, ნორმალური ხელფასი არცა გქონია, და არცა გექნება. მთავრობა რომ აირჩიე - მაგ მთავრობას ჩხუბის, აქციების და ყიდვა-გაყიდვის გარდა არც არაფერი სცოდნია! აქედან შენი ნათესავი ფულს რომ გიგზავნის - ამბობენ, არააო, ბატონო, ცუდიაო ეს ფული, უვარგისიაო, ბინძურიაო. თვითონ რომ ღებულობენ, ღმერთმა იცის საიდან - აგი ვარგაო, აგი კაიაო. ეს მთავრობა მინიმუმ ექვსი წელი გეყოლება კიდო - ამას წყალი არ გაუვა! ეს არი, ბიჭო, შენი კაი ცხოვრება?!
- ვახ, რა კარგად წავიდა!
- ელაპარაკე ახლა ამ ჩერჩეტს! პირველადა სვამ, ბიჭო, ამ დალოცვილსა?!
- განა პირველადა ვსვამ, მარა, რა კაია, ბიჭო, რა კაია!


16 ივლ. 2003

© სლავა მესხი