жизнь
  • batumi

Стеклянный снежный шар с названием города

Уважаемые тбилисцы!

Где в вашем славном городе продают
"Снежные шары" с достопримечательностью Тбилиси и названием "Тбилиси"
Вот такие, примерно:
Collapse )

Очень надо для ребёнка, находящегося на палиативе.
s

Кратковременные курсы и мастер классы на русском языке

День добрый, дорогие тбилисцы!

Меня интересуют, есть ли в Тбилиси/Батуми кратковременные курсы или мастер классы по грузинской кухне
На русском языке.
И
Вообще
Какие есть курсы и мастер классы с периода начала марта-по конец апреля?

Планирую быть
В Батуми/Тбилиси в этом промежутке времени (полтора-два месяца)

Буду признательна за помощь
  • juga1

КАК ТАК?

Обычно я про свой родной город так не пишу. То, что на фото ниже, иначе как безобразием не назвать. На фото - ДЕЙСТВУЮЩАЯ телефонная станция. Иными словами - АТС. Обслуживает она несколько десятков тысяч жителей столицы Грузии. Подчеркну, эта АТС работает. Там есть оборудование, приходят на работу люди, работают, обеспечивают телефонией,  всё как всегда. Только здание напоминает посторойки из зоны отчуждения в Припяти. Отсутствуют стеклоблоки. Местами остекления нет вообще. Совсем. Местами чем-то заделано. Если не знать, что внутри функционирует телефонная станция, то вроде как заброшк и заброшка. Но нет же. Это же муниципалный объект! РАБОТАЮЩИЙ!
И конечно я знаю кто в этом безобразии виноват. Это Путин. Или Медведев. Или даже Саакашвили, которого в Грузии уже не любят. Или арабы с китайцами, которых там все клянут - "понаехали и понастроили тут". Так и представляю себе как Путин, Медведев и Саакашвили вместе (о, ужас, кто бы подумал!!!) ночью стоят и вытаскивают стеклоблоки и бьют стекла. И внутри ещё растаскивают, что плохо лежит. А арабы с кетайцами им помогают, на шухере. Конечно же виноваты все вокруг, кроме я, как говорится. Про разруху в головах граждане видимо не осведомлены.

დილა თბილისის 55-ე საჯარო სკოლასთან: რეპორტაჟი სახიფათო ზონიდან!

თბილისელთა გულგრილობისა და უტვინობის აპოთეოზი. სასიკვდილო საფრთხე, რომელსაც მანქანიანი მშობლები გამვლელებს უქმნიან!

თემა: ქალაქი, სკოლა, ბავშვები, უსაფრთხოება, ურბანული გარემო, მოძრაობის წესები, ავტომობილებით მოძრაობა


    დღევანდელ წერილში მსურს თქვენი ყურადღება სკოლებისა და მოსწავლეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ერთ სავალალო და თითქმის წარმოუდგენელ ფაქტზე გავამახვილო. წინასწარ მინდა ბოდიში მოგიხადოთ წერილის მკვეთრი და პათეტიკური ტონისთვის, მაგრამ ის რაც ჩვენს სკოლებთან, კერძოდ კი თბილისში კარგად ცნობილ 55-ე სკოლასთან წლების განმავლობაში ხდება, სრულიად აუტანელია და სამწუხაროდ, ჩვენი არაცივილიზებულობის მკვეთრი ნიშანია.

    თუ ბოლო წლებში, დილის ცხრა საათზე, ილია ჭავაჭავაძის გამზირზე მდებარე 55-ე საჯარო სკოლასთან გაგივლიათ, აუცილებლად შეამჩნევდით რომ ამ სკოლასთან, უფრო სწორად 55-ე სკოლის მისასვლელ კიბესთან, რაღაც უცნაური ხდება: დილაობით, გაკვეთილების დაწყებამდე, სკოლის ცენტრალური ასასვლელის კიბეებთან ათობით და ასობით მანქანა ჩერდება, საიდანაც პირდაპირ სკოლის კიბეებზე ადიან შვილებზე მზრუნველი მშობლების მიერ სკოლაში მოყვანილი მოსწავლე ბავშვები.
ალბათ მკითხავთ, რომელ უცნაურობაზე ვლაპარაკობ? მანქანიან მშობლებს, მათი ბავშვები, დილაობით სკოლაში მიყავთ, ხოლო შემდეგ ამ მანქანებითვე, სამსახურებში მიიჩქარიან სამუშაოდ და საქართველოს რესპუბლიკის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შესაქმნელად.

    კი ბატონო, ყველაფერი სწორი იქნებოდა რომ არა ერთი პატარა დეტალი: „მზრუნველ“, მანქანიან და მშპ-ის შექმნაზე გადაგებული თბილისელ მშობლებს, ბავშვები სკოლის კიბეებთან ჭავჭავაძის გამზირის ტროტუარის გავლით მიჰყავთ. იმ ტროტუარის გავლით, რომელზეც სხვა, არამანქანიანი მოსწავლეები, მშობლები და ჩვეულებრივი ფეხით მოსიარულეებიც მოძრაობენ.

    დიახ, დილაობით, 55-ე სკოლასთან, ტროტუარზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობაა გაჩაღებული და პიკის საათისა და სკოლებში გაკვეთილების დაწყების რია-რიაში, თბილისელ მშობლები პირდაპირ ტროტუარზე მოძრაობენ თავიანთი ჯიპებითა თუ სედანებით და უსიგნალებენ კიდეც „ურჩ“ ფეხით მოსიარულეებს და სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ბედავენ და დროზე არ ატარებენ ტროტუარზე სიგნალებით მოძრავ ავტოსაშუალებას, რომელსაც, კიდევ გავიმეორებ, „მზრუნველი“ თბილისელი მშობელი და ავტომობილისტი მართავს.

რა არის ეს? რატომ მოძრაობენ ფეხით მოსიარულეები და ავტომობილები ტროტუარზე ერთად? - შეკითხვა მერიას და საგზაო პოლიციას.

     რატომ შეუძლიათ მანქანებს დილით, გაკვეთილების დაწყების დროს, სკოლასთან ტროტუარზე შესვლა? - შეკითხვა მერიას და საგზაო პოლიციას.
  
    რატომ შეიძლება მანქანების ტროტუარზე გადაადგილება საერთოდ და მითუმეტს, მათი გადაადგილება ტროტუარზე სკოლასთან? - შეკითხვა მერიას, პოლიციას და განათლების სამინისტროს.

    რატომ არის ამავე ტროტუარზე, ზედ 55-ე სკოლასთან, ავტოსადგომი დაავტოსადგომის  აღმნიშვნელი ხაზები? - შეკითხვა მერიას და ყველასთვის სავალალოდ ცნობილ „სიტი-პარკს“.

    რატომ არავინ აკრძალავს სკოლასთან, სადაც ჩვეულებრივ ბავშვების სიმრავლეა, მანქანით მისვლას? - შეკითხვა განათლების სამინისტროს, მერიას, მშობლებს, პოლიციას, საქართველოს მთავრობას!

    რატომ არავინ აპროტესტებს სკოლასთან მანქანების მოძრაობას იქ, სადაც უმანქანო ბავშვები და სხვა ადამიანები ფეხით მოძრაობენ?  - შეკითხვა მშობლებს, ფეხით მოსიარულეებს.

    რატომ არ აკრძალავს 55-ე სკოლის ადმინისტრაცია მანქანებით ბავშვების სკოლის კიბეებთან მოყვანას? - შეკითხვა ყველას, ვინც ზემოთ ვახსენე.

   რატომ არ კრძალავს ქუჩებში მოსრიალე საპატრულო პოლიცია, ავტომანქანების მოძრაობას სკოლის მიმდებარე ტროტუარზე?

   ძალიან საინტერესო ამ კითხვებზე პასუხები, რომლებიც წესით უნდა ჰქონდეთ ( ან არ აქვთ) ამ გაუგონარი უწესობის მონაწილე, დაინტერესებულ და პასუხისმგებელ მხარეებს რომლებიც მოიცავს შემდეგ პატივცემულ ჯგუფებს:
-         55-ე სკოლის სკოლის ადმინისტრაციას
-         55-ე სკოლის მასწავლებელებს
-         ქ. თბილისი ვაკის რაიონის საპატრულო პოლიციას
-         ქალაქ თბილისის მერიასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს
-         საქართველოს განათლების სამინისტროს
-         55-ე სკოლის მოსწავლეებს
-         55-ე სკოლის მოსწავლეების მშობლებს
-         55-ე სკოლასთან დილაობით მოსიარულე თბილისელებს თუ ქალაქის სტუმრებს.
-         ავადსახსენებელ „სიტი პარკს“ , რომელსაც ავტოსადგომების ადგილი 55-ე სკოლის მიმდებარე ტროტუარზე აქვს მონიშნული.

მთავარი შეკითხვა კი ზემოთჩამოთვლილი ჯგუფებისადმი, ალბათ ასე ჟღერს:

რატომ გვიწევს ჩვენ, მოსწავლეების მშობლებს, სკოლასთან ტროტუარზე მანქანების მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნა 21-ე საუკუნის ქალაქში?

      55-ე სკოლასთან არსებული უწესობისა და საავტომობილო ქაოსის აღმოსაფხვრელად, საჭიროა უარი ვთქვათ ჩვენს უდარდელობაზე, უტვინობაზე და სამოქალაქო უპასუხისმგებლობაზე.
 
    სამწუხაროდ, კვლავ გვიწევს იმის ახსნა რომ მშობლები, რომლებსაც თავიანთი ბავშვები სკოლაში მანქანით, ტროტუარის გავლით მიჰყავთ, სასიკვდილო საფრთხეს უქნიან მათ კლასელებს, მშობლებს და სხვა ფეხით მოსიარულეებს!

    განათლების სამინისტრომ, თბილისი მერიამ და საპატრულო პოლიციამ უმკაცრესი აკრძალვა უნდა დააწესონ სკოლებთან ავტომანქანების მოძრაობაზე და შეიმუშავონ ნათელი, ჰუმანური და გონიერი წესები, რომლის აღსრულება ყველა ავტომობილისტსა და მშობლეს მოეთხოვება, მიუხედავად მათი თანამდებობისა თუ მანქანის ზომისა!

      ქვემოთ, გთავაზობთ უელსში მიღებულ წესებს, სკოლებთან სატრანსპორტო უსაფრთხოების შესახებ. ვიმედოვნებ, ჩვენი უელსელი მეგობრების წესები, რომელბიც უელსელი მოსწავლეების უსაფრთხოებას უკავშირდება, პასუხისმგებელ პირებსა და საზოგადოებას დაანახებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოება და ზოგადად, სამოქალაქო წესებით ცხოვრება, ყოველგვარი ალტერნატივების გარეშე :

უელსის გამოცდილება: საგზაო უსაფრთხოების წესები სკოლების მიდებარე ტერიტორიაზე:

სატრასპორტო საცობებისა და სკოლებთან მშობლების სახიფათო და უკანონო პარკინგის აღმოსაფხვრელად, ქალაქ კარდიფის (უელსი, გაერთიანებული სამეფო) საქალაქო საბჭომ ამ საკითხის მოგვარება გადაწყვიტა.

პრობლემის მოკლე აღწერა: კვირის სასკოლო დღეებში, ავტომობილისტები, მანქანების სკოლებთან ახლოს ან აკრძალულ ადგილებზე გაჩერებისას, რისკის ქვეშ აყენებენ ბავშვებისა და მათი მშობლების სიცოცხლეს, განსაკუთრებით სკოლის დაწყებისა და დამთავრების სააათებში.
იმ საფრთხის თვალსაჩინოებისთვის, რომელსაც ავტომობილისტი მშობლები ბავშვებს უქმნიან სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის საგზაო უსაფრთხოების ჯგუფმა შეიმუშავა სარეკლამო ღონისძიებები, რომელიც რამდენიმე რამდენიმე ინიციატივასა და კამპანიას მოიცავდა:

1) გამაფრთხილებელი ბანერი: „ამ ადგილას პარკინგი, შეიძლება ბავშვის სიცოცხლედ დაგიჯდეთ“
ეს სარეკლამო, ორენოვანი ბანერი კარგად ჩანს და შექმნილია სკოლებთან განსათავსებლად.  ქალაქის საბჭო ბანერებს უფასოდ გადასცემს ყველა სკოლას.
2) საგზაო უსაფრთხოების საინფორმაციო ფურცელი - ფერადი, ორენოვანი ფურცელი (ინგლისურად და უელსურად) აღწერს იმ საფრთხეებს, რომელიც შეუძლია გამოიწვიოს სკოლასთან ახლოს პარკინგმა და სასკოლო პიკის საათებში სკოლის სიახლოვეს მანქანების მოძრაობამ.
თუ სკოლას ესაჭიროება (სატრანსპორტო მდგომარეობიდან და სკოლის მდებარეობიდან გამომდინარე) ასეთი საინფორმაციო ფურცლები, მან უნდა მიმართოს ქალაქის საგზაო უსაფრთხოების სამსახურს და ფურცლებს მათ უფასოდ მიაწვდიან.
3) სკოლებთან პარკინგისა და სკოლაში ბავშვის მიყვანის სქემა: გააჩერე მანქანა უსაფრთხოდ - მიდი სკოლასთან უსაფრთხოდ.
ეს სქემა მოქმედებს კარდიფში ყველა სკოლასთან. იგი შექმნილია იმისთვის რომ წაახალისოს სკოლამდე ფეხით მისვლა და აკრძალონ სკოლასთან მანქანების მოძრაობა, შეამციროს სკოლის მიმდებარე ადგილებში საცობები და პარკინგი.
სკოლებთან პარკინგისა და ბავშვების უსაფრთხოდ მიყვანის სქემის მიზანია:

·         შეამციროს სასიკვდილო რისკი ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის
·         შეამციროს სააავტომობილო საცობები სკოლების მახლობლად
·         შეამციროს ხმაური და ჰაერის დაბინძურება
·         ხელი შეუწყოს ყოველდღიურად ფეხით სიარულს სკოლამდე
·         შეასწავლოს ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წესები

4) „მწვანე კონუსების სქემა“ - საგზაო მონიშვნა სკოლებისათვის
სკოლებთან ახლოსუპასუხისმგებლო და სახიფათო პარკინგი (უელსელები არაფერს წერენ სკოლის მიმდებარე ტროტურზე ავტომობილის მოძრაობაზე, რადგან ამის წარმოდგენა უეალსში ალბათ უჭირთ, ლ.ა.) სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ამიტომაც ქ. კარდიფის მერია იყენებს სპეციალურ მწვანე საგზაო კონუსებს, რომლებიც გზაზე დახაზული ყვითელი ზიგზაგებით აღნიშნავენ პარკინგისათვის აკრძალულ ზონას, სკოლის მახლობლად.
ზიგზაგითა და მწვანე კონუსით აღნიშნულ ზონაში პარკინგისათვის ყველა დამრღვევი დაისჯება, რაზეც შესაბამისი განკარგულება გასცა უეალსის მთავრობამ.
სკოლიდან მოშორებით პარკინგი, სკოლების ტერიტორიას იცავს საცობებისგან, ხელს უწყობს ფეხით სიარულს მოკლე დისტანციაზე და მშობლებს საშუალებას აძლევს, ესაუბრონ ბავშვებს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების თემებზე, სკოლამდე მანძილის ფეხით გავლისას.

5) სპეციალური ბანერები და საგზაო მონიშვნა სკოლებთან და მის შესასვლელში
ქ. კარდიფში, სკოლებთან განთავსდა მიმზიდველი, ადვილად აღსაქმელი და წასაკითხი ბანერები, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების თემას ეხება და შეიცავს გამაფრთხილებელ შინაარს.
ასეთი გამაფრთხილებელი ბანერები განთავსდა იმ სკოლებთან, რომლებთანაც განსაკუთრებით მწვავედ იდგა ავტოპარკინგისა და საგზაო მოძრაობის საცობების პრობლემები.

6) კიდევ ერთი უსაფრთხოების ზომა, რომელიც სკოლებისა და მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის შეიქნა, გახლავთ „სკოლის უსაფრთხოების ზონები“ - სპეციალურად გამოყოფილი მონიშვნა და სიჩქარის შემზღუდავი ნიშნები სკოლის მისასვლელებთან. მისი მიზანია მოძრაობის სიჩქარის შემცირება, უშუალოდ შესასვლელთან გაჩერება/შეჩერების აკრძალვა და მოსწავლეებისა და მშობლებისათვის საშიში სიტუაციების პრევენცია.
დღეისათვის, კარდიფში „სასკოლო უსაფრთოხების“ თხუთმეტი ასეთი ზონა მოქმედებს.

7) ინიციატივა „საგზაო უსაფრთხოება ბავშვებისათვის კარდიფში“
ეს ინიციატივა სამხრეთ უელსის პოლიციისა და ქალაქის საკრებულოს ერთობლივი ღონისძიებაა, რომელიც ამოქმედდა 2010 წელს. მისი მიზანი იყო „ნულოვანი ტოლერანტობა“ სკოლის მახლობლად პარკინგისა თუ სახიფათო საავტომობილო მოძრაობისადმი.

როგორ მუშაობს „სკოლებთან საგზაო უსაფრთხოების“ სქემა?
      სკოლებთან უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობის სქემის ამოქმედებამდე, შერჩეულ სკოლებს დაეგზავნათ ინფორმაციული წერილი მშობლებისათვის, რომელშიც განმარტებული იქნა თუ რა სასჯელი მოელით მძღოლ-მშობლებს, სკოლებთან უკანონო და უპასუხისმგებლო პარკინგისათვის.
კამპანიის პირველ კვირას, შერჩეულ სკოლებთან განლაგდნენ კარდიფის პოლიციის წარმომადგენლები, დამონტაჟდა ფერადი, ინფორმატიული ბანერები, ამ ინიციატივის ავტომობილისტი მშობლებისათვის გასაცნობად.
კამპანიის მეორე კვირას, იმ მძღოლებს, ვინც ყურადღება არ მიაქცია კამპანიის მოწოდებებს, გამოწერათ ჯარიმები ან შეუჩერდათ მართვის მოწმობები.
სკოლებთან უკანონო და არასწორი გაჩერება (და მითუმეტეს ტროტუარზე მანქანით გადაადგილება, ლ.ა.) აშკარა ხიფათს შეიცავს ფეხით მოსიარულეებისათვის, განსაკუთრებით კი - სკოლის მოსწავლეებისათვის. მაგრამ მანქანების მზარდი რაოდენობა, გადატვირთული ქუჩები და შეზღუდული გასაჩერებელი ადგილები ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს და აუარესებს საგზაო უსაფრთხოებას.  სკოლებთან სახიფათო საგზაო სიტუაციების პრევენციისა და „სკოლებთან საგზაო უსაფრთხოების ზომების“ აღსრულებისათვის, კარდიფის პოლიციას დაევალა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შემდეგ დარღვევებს:

-         გაჩერება/პარკინგი ტროტუარზე
-         პარკინგი აკრძალულ ადგილებში: ყვითლად მოხაზულ ხაზებთან ან სკოლის მიმდებარე  თავისუფალ ადგილებში.
-         პარკინგი ადგილებზე, სადაც პარკინგი აკრძალულია
-         ორმაგი პარკინგი (ე.წ. „დაბლ-პარკინგი“, გაჩერებული მანქანის გასწვრივ, ლ.ა.)
-         პარკინგი საავტობუსე ხაზზე (ე.წ. „ბას-ლეინზე“)
-         პარკინგი სკვერებში, გამწვანებულ ადგილებზე, ან ქუჩაზე მდებარე მაღაზიებთან თუ სხვა კერძო მფლობელობაში არსებულ ობიექტებთან.
-         პარკინგი, როდესაც მანქანის გაჩერება სხვებს უქმნის პრობლემებს

        ზემოთ ჩამოთვლილი  დარღვევების აღმოსაფხვრელად, კარდიფის პოლიციის ოფიცრები, პოლიციის საზოგადოებრივ საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ავტომობილისტ მშობლებს აცნობენ „სკოლებთან საგზაო უსაფრთხოების ზომებს“ და ურიგებენ მათ საინფორმაციო ფურცლებს, სადაც აღწერილია სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობის, პარკინგისა და საგზაო უსაფრთხოების ახალი ზომები.
კარდიფის საგზაო პოლიციის ადმინისტრაციამ და უელსის მთავრობამ,  საგზაო უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილე აქტიური მოსწავლეებისათვის დააწესა უელსის საგზაო უსაფრთხოების საბჭოს პრიზი, რომელიც ყოველ წელს გადაეცემა კარდიფის „სკოლებთან საგზაო უსაფრთხოების ზომების“ საინფორმაციო სქემის მონაწილე უფროსკლასელებს.

   იმედია, ჩვენი უელსელი მეგობრების გამოცდილება საინტერესო აღმოჩნდება ჩვენი ქალაქის მერიის, პოლიციისა და განათლების სამინისტროს მესვეურებისათვის, რომლებიც უკვე მრავალი წელია არაფრად აგდებენ სკოლებთან ტროტუარზე გაჩერებული და ქუჩის ტროტურებზე მოძრავი „მზრუნველი“ მშობლების თავხედობას, რომლებსაც მუდმივად ისე ეჩქარებათ სადღაც, რომ მზად არიან თავიანთი შვილები სკოლაში თავიანთი ავტომობილებით შეაბრძანონ და სიგნალებით გააყრუონ იმავე ტროტუარზე მოძრავი უმანქანო მოსწავლეები თუ მშობლები.

      მშობლებო, ნუ დადიხართ თქვენი მანქანებით ტროტუარზე სკოლასთან!  გთხოვთ, შეწყვიტოთ ეს უმსგავსობა, რადგან მომავალში, თქვენი შვილებიც, თქვენივე მაგალითით, იგივეს ჩაიდენენ!

      მშობლებო, ისე ნუ იზამთ რომ თქვენი მოუწესრიგებლობის, გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის გამო, სკოლასთან რომელიმე ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოთ თქვენი მანქანით ტროტუარზე მოძრაობის გამო - მდინარე ვერეს ხეობისადმი მსგავსმა უტვინო დამოკიდებულებამ უკვე შეიწირა თბილისელების სიცოცხლე!

          გაუფრთხილდით სხვა ადამიანების სიცოცხლეს, გაიარეთ ასი თუ ორასი მეტრი ფეხით, თქვენს შვილთან ერთად და ისე მიდით სკოლაში!  მოუხმეთ პასუხისმგებლობას და გახდით ღირსეული მშობელი და მოქალაქე!



ლევან ალფაიძე
თბილისის ფოტოგრაფიები: ლევან ალფაიძისა
გამოყენებული წყარო: http://www.roadsafety.cardiff.gov.uk/to-school-safely/road-safety-near-schools/